2018 წლის 17 მაისს, ,,ფერმერთა სკოლის” სართიჭალის ფილიალის სტუდენტებისთვის ჩატარდა ტრენინგი: ,,კატასტროფების რისკის შემცირება და მართვა“ . ორგანიზაცია ,,გარემო და განვითარების“ წარმომადგენელმა, ნოდარ თხელიძემ, განიხილა ბუნებრივი კატასტროფების რისკების მართვისა და შემცირების საერთაშორისო მიდგომები: რისკის შეფასების ძირითადი კონცეფციები, კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი საფრთხეები.
ასევე ვრცლად ისაუბრა საქართველოში არსებული ბუნებრივი კატასტროფების რისკებზე, კლიმატის ცვლილებებზე, ბუნებრივ საფრთხეებსა და საადაპტაციო ღონისძიებებზე.