ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

595 96 79 19

ფერმერთა სკოლის სასწავლო გარემოს გაუმჯობესება და სწავლის შესაძლებლობების ხელშეწყობა

  • მთავარი
  • სიახლეები
  • ფერმერთა სკოლის სასწავლო გარემოს გაუმჯობესება და სწავლის შესაძლებლობების ხელშეწყობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ „პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ა(ა)იპ პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრში “ფერმერთა სკოლა” 2022 წლის 1 აპრილიდან ხორციელდება პროექტი “ფერმერთა სკოლის სასწავლო გარემოს გაუმჯობესება და სწავლის შესაძლებლობების ხელშეწყობა”, რომლის მიზანია ,,ფერმერთა სკოლის“ გაძლიერება და დაწესებულების შესაძლებლობების გაზრდა დადგენილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

პროექტის ფარგლებში, სკოლა ნერგავს ბაზრის საჭიროებებზე მორგებულ, მაღალი ხარისხის სწავლებას, რასაც, ამავდროულად, წვლილი შეაქვს საქართველოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამედროვე პროფესიული განათლების სისტემების შექმნაში.

ბიუჯეტის დიდი ნაწილი მიმართულია სკოლის შენობის ახალი პრაქტიკული-სასწავლო ბაზის მოსაწყობად და უკვე არსებულ ხეხილის ბაღში საჭირო აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად. აგრეთვე, პროექტის ფარგლებში, ცენტრის სასწავლო პროგრამებს დაემატება კიდევ ერთი – ,,დეკორატიული ბაღის მოვლა” და იგეგმება სასწავლო რესურსების გამოცემა.

Cart
Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare