2016 წლის 28 ოქტომბერს, სართიჭალის ფერმერთა სკოლის მეცხოველის სპეციალობის ბენეფიციარებმა, პროფესორ ბატონ ლევან თორთლაძის ხელმძღვანელობით კახეთში, სოფელ ტიბაანში, მოინახულეს კომპანია ,,კავკასიის გენეტიკა“, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ მიმწოდებელს სანაშენე საქმისა და ხელოვნური განაყოფიერების სფეროში.
მომავალი ფერმერები გაეცნენ ორგანიზაციის საქმიანობას, სერვისებს, ჯიშთა განახლების და სელექციის აუცილებლობას, ხელოვნური განაყოფიერების უპირატესობას, საჭირო დანადგარებს და ხელსაწყოებს; ასევე მოინახულეს სპეციალური ლაბორატორია და იზოლირებული სადგომი.