2017 წლის 29 მაისიდან 9 ივნისის ჩათვლით, ქალაქ რუსთავში, ნინოწმინდის პროფესიულ კოლეჯ „ფერმერთა სკოლის“ და სართიჭალის ფილიალის სტუდენტებმა გაიარეს ტრენინგი თემაზე: „სასათბურე ბოსტნეულის წარმოება“, რომელიც ჩინურმა კომპანია „ჰუნანმა“ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ჩაატარა.
სასწავლო კურსის მიზანი იყო ფერმერებისთვის, აგრარული მიმართულების სტუდენტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების, მზის სათბურების მშენებლობისა და მისი მართვის საკითხების სწავლება .
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ სიახლეებს, როგორც თეორიული,ასევე პრაქტიკული მიმართულებით, რაც მომავალში მათ დაეხმარებათ სასათბურე პირობებში მაღალი ხარისხის და კონკურენტუნარიანი პროდუქტის წარმოებაში.