2024 წლის 20 მაისს, ,,ფერმერთა სკოლის” შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა, პროფესიული მომზადების პროგრამების, – ,,დეკორატიული ბაღის მოვლა” და ,,ხეხილოვანი კულტურების დაცვა” – მსმენელებისა და განმახორციელებელი პირებისთვის ჩაატარა ტრენინგი შრომის უსაფრთხოების შესახებ, სადაც განხილული იყო შემდეგი საკითხები:
უსაფრთხოების ზოგადი ნორმები;
სახანძრო უსაფრთხოება;
საგანგებო სიტუაციებში მოქმედების წესები.
„ფერმერთა სკოლაში“ მსგავსი შინაარსის ტრენინგი გეგმიურად, სასწავლო პროგრამების შესაბამისად ტარდება. მისი მიზანია, უსაფრთხო სასწავლო-სამუშაო გარემოს შექმნა და მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად მსმენელთათვის ეფექტური მექანიზმების გაცნობა.