პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი ,,ფერმერთა სკოლა” აცხადებს მსმენელთა მიღებას პროფესიული მომზადების პროგრამაზე: ,,ხეხილოვანი კულტურების დაცვა.”
რეგისტრაციის ვადები: 26/05-29/05.
სასწავლო პროცესის დაწყების თარიღი -3 ივნისი.
პროგრამის განხორციელების უფლება გაცემულია საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.
პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერტიფიკატი.
პროგრამის ფარგლებში მსმემელები შეისწავლიან:
მცენარეთა მავნე ორგანიზმებს და მათ ბიოეკოლოგიურ თავისებურებებს;
ხეხილის დაავადებების, მავნებლებისა და სარეველების ამოცნობას;
მავნე ორგანიზმების კონტროლს და მათთან გამკლავების მეთოდებს;
პროგრამა განხორციელდება ფიზიკურ სივრცეში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში.
პროგრამაზე სწავლა უფასოა. დაფინანსებულია, – საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ;
რეგისტრაციისათვის მიყევით შემდეგ ბმულს: https://vet.ge/
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 595 967 919

