პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრ „ფერმერთა სკოლაში“ სწავლების პრაქტიკული ეტაპი დაიწყო;
პროგრამის – „ხეხილის სხვლა-ფორმირება“ – მსმენელები, უკვე ჩაერთნენ პრაქტიკულ მეცადინეობაში, რომელიც მიმდინარეობს სკოლის სასწავლო-სადემონსტრაციო ხეხილის ბაღში, სადაც თავად ასრულებენ გასხვლის სამუშაოებს და იძენენ რეალურ გამოცდილებას.







