პროფესიულ კოლეჯ ,,ფერმერთა სკოლაში” გამოცხადდა მსმენელთა მიღება პროფესიული მომზადების პროგრამაზე: ,,ტყის მცველი”
რეგისტრაციის ვადები: 08/09-17/09
სასწავლო პროცესის დაწყების თარიღი – 28 სექტემბერი.
პროგრამის განხორციელების უფლება გაცემულია საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერტიფიკატი.
პროგრამის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან:
სატყეო სამეურნეო საქმიანობის განხორციელებას;
ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვას;
მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარებას;
პროგრამის თეორიული ნაწილი განხორციელდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის
სოფელ ნინოწმინდაში, ხოლო პრაქტიკული, – მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალში;
სწავლა დაფინანსებულია საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ;
რეგისტრაციისათვის მიყევით შემდეგ ბმულს: https://vet.emis.ge/#/
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
591 75 00 65


