,,ფერმერთა სკოლის” პროფესიული მომზადების პროგრამაზე,- ,,ხეხილის სხვლა-ფორმირება” – სასწავლო პროცესი დაიწყო;
პირველ შეხვედრაზე მსმენელები გაეცნენ პროგრამით გათვალისწინებულ თემატიკას, განსაკუთრებული ყურადღება კი დაეთმო პრაქტიკული კომპონენტის განხორციელებას, რომელიც ცენტრის სასწავლო-სადემონსტრაციო ხეხილის ბაღში ჩატარდება;
ყველა ჩარიცხულ პირს ,,ფერმერთა სკოლისგან” საჩუქრად გადაეცა „მეხილეობის“ სასწავლო სახელმძღვანელო, რომელიც სპეციალურად ცენტრის განმახორციელებელმა პირებმა „ხეხილის სხვლა-ფორმირების“ პროფესიული მომზადების პროგრამის თემატიკის საფუძველზე შეადგინეს და სხვა ლიტერატურასტან ერთად, დაწესებულების ერთ-ერთ ძირითად სასწავლო რესურსს წარმოადგენს.