2022 წელს ,,ფერმერთა სკოლის” ოთხი პროფესიული მომზადების პროგრამა წარმატებით დაასრულა 65-მა მსმენელმა, რომელთაც გადაეცათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერტიფიკატი. წლის მანძილზე პროგრამები განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), პროფესიული უნარების სააგენტოსა და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით, შემდეგი სიხშირით:
1. ,,ხეხილის სხვლა-ფორმირება“ – განხორციელდა 2-ჯერ -22 კურსდამთავრებული
2. ,,ფუტკრის პროდუქტების მიღება“- განხორციელდა 2-ჯერ- 25 კურსდამთავრებული
3. ,,ტყის მცველი“-10 კურსდამთავრებული
4. ,,ჟოლოსა და უეკლო მაყვლის წარმოება“- 8 კურსდამთავრებული
აღსანიშნავია, რომ 2023 წლიდან „ფერმერთა სკოლის“ პროგრამებს დაემატება ახალი პროფესიული მომზადების პროგრამა „დეკორატიული ბაღის მოვლა”.