595 96 79 19

პროფესიული მომზადების პროგრამების -,,ფუტკრის პროდუქტების მიღება”და ხეხილოვანი კულტურების დაცვა”განხორციელების უფლების მინიჭება.

  • მთავარი
  • სიახლეები
  • პროფესიული მომზადების პროგრამების -,,ფუტკრის პროდუქტების მიღება”და ხეხილოვანი კულტურების დაცვა”განხორციელების უფლების მინიჭება.
✅პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი ,,ფერმერთა სკოლა“ 2021 წლიდან წარმატებით ახორციელებს პროგრამას –
 🍯„ფუტკრის პროდუქტების მიღება“და 2023 წლის ჩათვლით ხუთი ნაკადის მიღება განახორციელა. გამოცდილებამ აჩვენა კონკრეტული პროფესიის პოპულარობა., ვინაიდან, დაწესებულების საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზანს დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს, ავტორიზაციის ვადის ამოწურვის შემდეგ ,,ფერმერთა სკოლამ“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინა აღნიშნული პროგრამის განახლებული, შრომის ბაზრის საჭიროებებს მორგებული განაცხადი.
 ✅ა.წ. 26 იანვარს, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, ,,ფერმერთა სკოლას“ სრულიად უხარვეზოდ მიენიჭა უფლება უკვე მეორედ განახორციელოს პროგრამა: „ფუტკრის პროდუქტების მიღება.”
 ✅საბჭოს გადაწყვეტილებით, ,,ფერმერთა სკოლას” ასევე მიენიჭა უფლება განახორციელოს ახალი პროგრამა – 🌳„ხეხილოვანი კულტურების დაცვა,” რომლის მიზანია, მეხილეობის სფეროსთვის შესაბამისი კომპეტენციის მქონე კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება, რომელთაც შეუძლიათ მცენარეთა მავნე ორგანიზმების დახასიათება, ხეხილის (თესლოვანი, კურკოვანი, კენკროვანი და კაკლოვანი) კულტურების მავნებლებისა და სარეველების ამოცნობა, სტრესული ფაქტორების მართვა და მავნე ორგანიზმების კონტროლი.
✅პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები დასაქმებას შეძლებენ მეხილეობის მიმართულების პატარა თუ დიდ ფერმერულ კონვენციურ და ბიომეურნეობებში, ასევე სოფლის მეურნეობის სფეროს ორგანიზაციებში.
Cart
Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare