595 96 79 19

ტყის მცველი

ტყის მცველი

პროგრამის მიზანი:

  • პროგრამის მიზანია მოამზადოს სატყეო საქმის ისეთი სპეციალისტი, რომელიც შეძლებს სატყეო სამეურნეო სამუშაოების შესრულებას. ის ცოდნა და გამოცდილება, რასაც მომზადებული კადრები მიიღებენ პროგრამის გავლის პერიოდში, საშუალებას მისცემთ მათ უსაფრთხოდ განახორციელონ სატყეო სამეურნეო ღონისძიებები, მათ შორის:
  • ტყის დაცვის ღონისძიებები;
  • ხანძარსაშიში უბნების იდენტიფიცირება და ხანძარსაშიში პერიოდის განსაზღვრა,
  • ხანძარსაშიშ პერიოდში გასატარებელი ღონისძიებები;
  • უზრუნველყოს ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა და მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
  • ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების შევსებისა და გაცემის წესები.

 

პროგრამის აღწერილობა:

პროგრამის ხანგრძლივობა – 12 კვირა; 113 საათი; კვირაში საათობრივი დატვირთვა შეადგენს – 10 საათს.  მოიცავს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობას და  ითვალისწინებს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმას. კურსდამთავრებული შესაძლოა დასაქმდეს როგორც საჯარო (ეროვნული სატყეო სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფ ნებისმიერ ტერიტორიული ორგანოს სატყეო სამსახურებში), ისე კერძო სექტორში და არ შეიზღუდოს რომელიმე უწყებაში არსებული თანამდებობრივი პოზიციით პროგრამის თემატიკით და სწავლის შედეგების გათვალისწინებით.

 

სწავლების ენა: ქართული

მისაღები პროცედურები:

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მინიმალური ასაკი 18 წელი

დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე: https://vet.emis.ge/#/training-programs

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება, რომლის დროსაც მსმენელმა უნდა წარმოადგინოს (მატერიალური ან ციფრული სახით) პირადობისა და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

შერჩევის კრიტერიუმები:

  • მოტივაცია

სერტიფიკატი

პროგრამის ყველა შედეგის დასრულების შემდეგ, მსმენელებს გადაეცემათ  სახელმწიფოს მიერ აღიარებული  სერტიფიკატი.

საკონტაქტო ინფორმაცია

პროფესიული მომზადების და გადამზადების ცენტრი ,,ფერმერთა სკოლა“ კახეთი, საგარეჯოს რაიონი, სოფელი ნინოწმინდა

ტელ:595967919

ელ. ფოსტა:  info@farmersschool.ge

 

Cart
Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare