,,ფერმერთა სკოლაში“ პროფესიული მომზადების პროგრამების განმახორციელებელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სხვადასხვა მიმდინარე სასწავლო-საორგანიზაციო საკითხებთან ერთად, პედაგოგებმა და ადმინისტრაციის წევრებმა იმსჯელეს ცენტრის პრაქტიკულ ბაზებთან (ხეხილის ბაღი, საფუტკრე მეურნეობა) და ახალი პროგრამების შემუშავებასთან დაკავშირებით.
