პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრ „ფერმერთა სკოლაში“, პროფესიული მომზადების პროგრამის „ფუტკრის პროდუქტების მიღება“,- ფარგლებში მსმენელებისთვის შემუშავდა ელექტრონული სასწავლო მასალა, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე, სტრუქტურირებულ და პრაქტიკულ საგანმანათლებლო რესურსს. მასში თავმოყრილია ამომწურავი ინფორმაცია ფუტკრის ძირითადი პროდუქტების შესახებ, მათი მიღების ტექნოლოგიებზე, ხარისხის კონტროლის საკითხებზე, შენახვისა და გამოყენების პრაქტიკულ ასპექტებზე, რომელიც ადაპტირებულია პროფესიული განათლების საჭიროებებზე და შეესაბამება პროგრამის სასწავლო მიზნებსა და შედეგებს.
,,ფერმერთა სკოლა” აქტიურად მუშაობს მსგავსი სასწავლო მასალების შედგენისა და განვითარების მიმართულებით, რომელიც მიზნად ისახავს სასწავლო გარემოს გაუმჯობესებასა და განათლების ხარისხის ამაღლებას.



