დასრულდა ,,ტყის მცველის“ სასერთიფიკატო პროგრამა
ა(ა)იპ პროფესიული მომზადების და გადამზადების ცენტრ „ ფერმერთა სკოლაში“ დასრულდა „ტყის მცველის“ პროგრამა, რომელიც მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობას და ითვალისწინებდა სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას. პროგრამის მსვლელობისას მსმენელებმა მიიღეს სატყეო-სამეურნეო სამუშაოების შესრულებისთვის აუცილებელი ცოდნა: ტყის პროდუქციის სორტიმენტაცია და სორტიმენტების ზომების დადგენა, ხე-ტყის დახარისხება, ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა და მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარება. ასევე, აითვისეს ხე-ტყის დამზადების პრაქტიკული უნარ-ჩვევები.







