ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

595 96 79 19

ტრენინგები

ონლაინ სემინარი თემაზე ,,ხეხილის ბაღში ჩასატარებელი აგროტექნიკური ღონისძიებები”.

ა(ა)იპ პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრ ,,ფერმერთა სკოლის” ორგანიზებით ჩატარდა ერთდღიანი ონლაინ სემინარი თემაზე ,,ხეხილის ბაღში ჩასატარებელი აგროტექნიკური ღონისძიებები”, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 80-მდე ადამიანი დაესწრო. სემინარების მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ცენტრი 2024 წლიდან გეგმავს ონლაინ ტრეინინგების ჩატარებას აგრომიმართულების სხვადასხვა თემაზე, რომლის შესახებ ინფორმაცია ჩვენს ფეისბუქ გვერდზე პერიოდულად განთავსდება.
განაგრძე კითხვა

ტრენინგი ციფრული უნარების სასწავლო პროცესში გამოყენების შესახებ

2022 წლის 4 დეკემბერს , სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ა(ა)იპ პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრ ,,ფერმერთა სკოლის” პროფესიული მომზადების პროგრამების განმახორციელებელი პირებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ვიზუალური რესურსების შექმნა ელექტრონული ხელსაწყოების გამოყენებით.“ ტრენინგზე მიღებული უნარები მონაწილეებს დაეხმარება სასწავლო პროცესში ციფრული უნარების მეტი ეფექტურობით გამოყენებაში, კერძოდ, თავიანთი საგნებისათვის მრავალფეროვანი სასწავლო რესურსების შექმნაში. ასევე, ტრეინინგი მოიცავდა ისეთ […]
განაგრძე კითხვა

ტრენინგი სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ „პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების  ცენტრ   “ფერმერთა სკოლაში” ჩატარდა ორდღიანი  ტრენინგი “სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებისთვის”. ღონისძიების მიზანი იყო 2021  წლის სასწავლო  პროგრამების ფუნქციონირების ანალიზისა  და  თვითშეფასების შედეგების წარდგენა განმახორციელებელ პერსონალთან, სამომავლო გეგმებზე   ერთობლივი მსჯელობა და  საერთო  სტრატიგიის   შერჩევა   სასწავლო პროცესის  მსვლელობისა და  შედეგების   გასაუმჯობესებლად.
განაგრძე კითხვა

ტრენინგი ბოსტნეული კულტურების მყნობის შესახებ

2019 წლის 17 მაისს, ,,ფერმერთა სკოლაში“ ჩატადა ტრენინგი თემაზე: ,,ბოსტნეული კულტურების მყნობა“. ფერმერები გაეცნენ ბოსტნეულის მყნობის ახალ ტექნოლოგიას და თავისი ხელით დაამყნეს პომიდვრის, კიტრისა და გოგრის ჩითილები.
განაგრძე კითხვა

ტრენინგი ,,ორგანული სოფლის მეურნეობა“

2019 წლის 4 მაისს, საგარეჯოს მუნიციპალტეტის სოფელ ნინოწმინდის ,,ფერმერთა სკოლაში” ჩატარდა ტრენინგი ,,ორგანული სოფლის მეურნეობა“, რომელსაც ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანას“ კონსულტანტი, ნუკრი მემარნიშვილი უძღვებოდა. ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი თემები: ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების წინაპირობები და მოკლე ისტორია,არსი და პრინციპები; მისი განვითარების ტენდენციები მსოფლიოსა და საქართველოში; კონსერვაციული სოფლის მეურნეობა, პერმაკულტურა; ბიოდინამიური სოფლის მეურნეობა, მსგავსებები და განსხვავებები; ნიადაგის […]
განაგრძე კითხვა

,,ფერმერთა სკოლის” სართიჭალის ფილიალში ჩატარდა ტრენინგი ფერმის მართვასა და მარკეტინგში

2017 წლის 23, 24 და 25 ოქტომბერს, ფერმერთა სკოლის სართიჭალის ფილიალში, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სააგენტო სმედას წარმომადგენელმა ირინა მეკერიშვილმა ჩაატარა ტრენინგი თემაზე: ფერმის მართვა და მარკეტინგი. სამი დღის განმავლობაში განხილული იქნა შემდეგი საკითხები: ბიზნეს დაგეგმარების მნიშვნელობა, ბიზნეს გეგმის სტრუქტურა; პოტენციური ბაზრის განმარტება, ბაზრის მახასიათებლები, მომხმარებელთა კლასიფიკაცია, ბაზარზე არსებული სერვისების ტიპები, მომხმარებელთა საჭიროებების იდენტიფიცირება, […]
განაგრძე კითხვა

,,ფერმერთა სკოლის“ სტუდენტებს სასათბურე ბოსტნეულის წარმოებაზე ტრენინგი ჩაუტარდათ

2017 წლის 29 მაისიდან 9 ივნისის  ჩათვლით, ქალაქ  რუსთავში, ნინოწმინდის  პროფესიულ  კოლეჯ „ფერმერთა სკოლის“ და სართიჭალის  ფილიალის  სტუდენტებმა  გაიარეს  ტრენინგი თემაზე: „სასათბურე  ბოსტნეულის წარმოება“, რომელიც ჩინურმა კომპანია „ჰუნანმა“ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ჩაატარა. სასწავლო კურსის მიზანი იყო  ფერმერებისთვის,  აგრარული  მიმართულების  სტუდენტებისთვის  და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე  ტექნოლოგიების, მზის სათბურების  მშენებლობისა და მისი მართვის საკითხების სწავლება . პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ სიახლეებს, როგორც თეორიული,ასევე პრაქტიკული მიმართულებით, რაც მომავალში მათ დაეხმარებათ სასათბურე პირობებში მაღალი ხარისხის და კონკურენტუნარიანი პროდუქტის წარმოებაში.
განაგრძე კითხვა

პროფესიულ კოლეჯ „ფერმერთა სკოლაში“ ჩატარდა ტრენინგი ბოსტნეულის მყნობის ახალ ტექნოლოგიაზე

2017 წლის 17 მაისს, პროფესიულ კოლეჯ  „ფერმერთა სკოლაში“ ჩატარდა ტრენინგი ბოსტნეულის მყნობის ახალ ტექნოლოგიაზე.  აღნიშნული მყნობის  ტექნოლოგიების  ათვისება  უმნიშვნელოვანესია  ბოსტნეულის მწარმოებელი  ფერმერებისათვის, რაც  უშუალოდ  მავნებელ  დაავადებებთან  ბრძოლაზე  და  პროდუქტიულობის ზრდაზე  აისახება. ტრენინგი ჩაუტარდა როგორც კოლეჯის, ასევე ფერმერთა სკოლის სართიჭალის ფილიალის სტუდენტებს, მათ  საშუალება მიეცათ თვითონ ჩაეტარებინათ მყნობის პროცედურა.
განაგრძე კითხვა
Cart
Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare