დეკორატიული ბაღის მოვლა პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებას და კვალიფიციური კადრის მომზადებას სოფლის მეურნეობის სფეროში. ამავდროულად, სხვა პროფესიის ადამიანებს რომელთაც სურვილი აქვთ მოუარონ საკუთარ თუ სხვის ბაღში მცენარეებს, მცენარეების მოყვარულებს, პროფესიის შეცვლის მსურველებს, თვითდასაქმების მაძიებლებს, მისცემს შესაძლებლობას მარტივად და მოკლე დროში აითვისონ და შეძლონ დეკორატიული ბაღის მოვლისათვის ყველა ღონისძიების განხორციელება […]
ფუტკრის პროდუქტების მიღება პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია მოამზადოს კვალიფიციური კადრები, რომელთაც ექნებათ როგორც თეორიული ცოდნა, ისე რეალურ სამუშაო გარემოში გამომუშავებული პრაქტიკული უნარები, იმისათვის რომ მიიღონ ფუტკრის ხარისხიანი პროდუქტები სანიტარულჰიგიენური ნორმების და უსაფრთხოების წესების დაცვით. ასევე მოახდინონ პროდუქციის შენახვა წესების, ნორმების დაცვით. ფუტკრის ცნობილი ჯიშები, ფუტკრის ოჯახის შემადგენლობა და განვითარების წლიური ციკლი ფუტკრის მიერ წარმოებული პროდუქტების […]
ხეხილის სხვლა-ფორმირება პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია მოამზადოს კვალიფიციური კადრები, რომელთაც ექნებათ თეორიული ცოდნა და რეალურ სამუშაო გარემოში გამომუშავებული ხეხილოვანი კულტურების გასხვლის და ფორმირების უნარები უსაფრთხოების წესების დაცვით. ხეხილის (თესლოვანი, კურკოვანი, კაკლოვანი და კენკროვანი) კულტურების დახასიათება; ხეხილის (თესლოვანი, კურკოვანი, კაკლოვანი და კენკროვანი) ვარჯის სხვლაფორმირების წესების დახასიათება; ახალგაზრდა ხეხილის (თესლოვანი, კურკოვანი, კაკლოვანი და კენკროვანი) ფორმირება; ხეხილის (თესლოვანი, […]
ხეხილოვანი კულტურების დაცვა პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია მეხილეობის სფეროსთვის შესაბამისი კომპეტენციის მქონე კონკურენტუნარიანი კადრის აღზრდა, რომელსაც შეუძლია მცენარეთა მავნე ორგანიზმების დახასიათება, ხეხილის (თესლოვანი, კურკოვანი, კენკროვანი და კაკლოვანი კულტურების მავნებლებისა და სარეველების ამოცნობა, სტრესული ფაქტორების მართვა და მავნე ორგანიზმების კონტროლი მცენარეთა მავნე ორგანიზმების დახასიათება მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის მეთოდების გამოყენება ხეხილის დაავადებების ამოცნობა ხეხილის მავნებლების ამოცნობა […]