ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

595 96 79 19

დეკორატიული ბაღის მოვლა

დეკორატიული ბაღის მოვლა

პროგრამის მიზანი:

  • პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებას და კვალიფიციური კადრის მომზადებას სოფლის მეურნეობის სფეროში. ამავდროულად, სხვა პროფესიის ადამიანებს რომელთაც სურვილი აქვთ მოუარონ საკუთარ თუ სხვის ბაღში მცენარეებს, მცენარეების მოყვარულებს, პროფესიის შეცვლის მსურველებს, თვითდასაქმების მაძიებლებს, მისცემს შესაძლებლობას მარტივად და მოკლე დროში აითვისონ და შეძლონ დეკორატიული ბაღის მოვლისათვის ყველა ღონისძიების განხორციელება დამოუკიდებლად თუ მეთვალყურეობის ქვეშ კომპეტენციის ფარგლებში.

კურსდამთავრებულს შეუძლია:

  • დეკორატიული მცენარეების სასიცოცხლო გარემოს განსაზღვრა;
  • ნიადაგი და დეკორატიული მცენარეების კვება;
  • დეკორატიული მარადმწვანე მცენარეები და მათი მოვლა;
  • დეკორატიული ფოთლოვანი მცენარეები და მათი მოვლა;
  • დეკორატიული ბალახოვანი მცენარეები და მათი მოვლა;
  • დეკორატიული მცენარეების სხვლა- ფირმირება;
  • ვარდის მოვლა და გამრავლება;
  • მავნებელ -დაავადებების მართვა დეკორატიულ ბაღში;
  • დეკორატიული ბაღის მდგომარეობის შეფასება , სეზონური სამუშაოების დაგეგმვა;

 

პროგრამის აღწერილობა:

  • პროგრამის ხანგრძლივობაა 15 კვირა; 150 საათი;
  • სწავლების ენა: ქართული;

 

მისაღები პროცედურები:

  • პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო  განათლება;
  • დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე: https://vet.emis.ge/#/training-programs
  • რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება, რომლის დროსაც მსმენელმა უნდა წარმოადგინოს (მატერიალური ან ციფრული სახით) პირადობისა და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

შერჩევის კრიტერიუმები:

  • მოტივაცია

სერტიფიკატი

  • პროგრამის ყველა შედეგის დასრულების შემდეგ, მსმენელებს გადაეცემათ  სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი  სერტიფიკატი დანართით.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • პროფესიული მომზადების და გადამზადების ცენტრი ,,ფერმერთა სკოლა“ კახეთი, საგარეჯოს რაიონი, სოფელი ნინოწმინდა
  • ტელ:595967919
  • ელ. ფოსტა:  farmer.school@yahoo.com
Cart
Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare