ფუტკრის პროდუქტების მიღება
პროგრამის მიზანი:
- პროგრამის მიზანია მოამზადოს კვალიფიციური კადრები, რომელთაც ექნებათ როგორც თეორიული ცოდნა, ისე რეალურ სამუშაო გარემოში გამომუშავებული პრაქტიკული უნარები, იმისათვის რომ მიიღონ ფუტკრის ხარისხიანი პროდუქტები სანიტარულჰიგიენური ნორმების და უსაფრთხოების წესების დაცვით. ასევე მოახდინონ პროდუქციის შენახვა წესების, ნორმების დაცვით.
- ფუტკრის ცნობილი ჯიშები, ფუტკრის ოჯახის შემადგენლობა და განვითარების წლიური ციკლი
- ფუტკრის მიერ წარმოებული პროდუქტების დახასიათება; ცვილის, ყვავილის მტვრის, ჭეოს, ფუტკრის რძის წარმოება და შენახვა;.
- სამამლე ჰომოგენატის, დინდგელის, შხამის, თაფლის წარმოება და შენახვა;
- სანიტარული – ჰიგიენური ნორმების დაცვა და ფუტკრის და პირადი უსაფრთხოების აღწერა; .
- საქართველოში გავრცელებული ფუტკრის დაავადებები და მათთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდები;
პროგრამის აღწერილობა:
პროგრამის ხანგრძლივობაა 12 კვირა; 92 საათი ( 35 თეორია და 57 პრაქტიკული); კვირაში საათობრივი დატვირთვა შეადგენს 8 საათს. პროგრამა მოიცავს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობას. პროგრამა ითვალისწინებს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების კურსდამთავრებული შესაძლოა დასაქმდეს საფუტკრე მეურნეობებში ფუტკრის პროდუქტების შემგროვებლად. შესაძლებელია თვითდასაქმებაც.
სწავლების ენა: ქართული
მისაღები პროცედურები:
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება;
დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე: https://vet.emis.ge/#/training-programs
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება, რომლის დროსაც მსმენელმა უნდა წარმოადგინოს (მატერიალური ან ციფრული სახით) პირადობისა და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
შერჩევის კრიტერიუმები:
- მოტივაცია
- კომუნიკაციის უნარი
სერტიფიკატი
პროგრამის ყველა შედეგის დასრულების შემდეგ, მსმენელებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი.
საკონტაქტო ინფორმაცია
პროფესიული მომზადების და გადამზადების ცენტრი ,,ფერმერთა სკოლა“ კახეთი, საგარეჯოს რაიონი, სოფელი ნინოწმინდა
ტელ:595967919
ელ. ფოსტა: info@farmersschool.ge