ხეხილის სხვლა-ფორმირება
პროგრამის მიზანი:
- პროგრამის მიზანია მოამზადოს კვალიფიციური კადრები, რომელთაც ექნებათ თეორიული ცოდნა და რეალურ სამუშაო გარემოში გამომუშავებული ხეხილოვანი კულტურების გასხვლის და ფორმირების უნარები უსაფრთხოების წესების დაცვით.
- ხეხილის (თესლოვანი, კურკოვანი, კაკლოვანი და კენკროვანი) კულტურების დახასიათება;
- ხეხილის (თესლოვანი, კურკოვანი, კაკლოვანი და კენკროვანი) ვარჯის სხვლაფორმირების წესების დახასიათება;
- ახალგაზრდა ხეხილის (თესლოვანი, კურკოვანი, კაკლოვანი და კენკროვანი) ფორმირება;
- ხეხილის (თესლოვანი, კურკოვანი, კაკლოვანი და კენკროვანი) გასხვლა.
პროგრამის აღწერილობა:
პროგრამის ხანგრძლივობა – 11 კვირა; 62 საათი; კვირაში საათობრივი დატვირთვა შეადგენს – 6 საათს. მოიცავს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობას და ითვალისწინებს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმას. პროგრამის განხორცილელების დროს გათვალისწინებული იქნება ხეხილის ბაღში სეზონურობა და მცენარეთა განვითარების ფენოფაზები.
სწავლების ენა: ქართული
მისაღები პროცედურები:
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება
დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე: https://vet.emis.ge/#/training-programs
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება, რომლის დროსაც მსმენელმა უნდა წარმოადგინოს (მატერიალური ან ციფრული სახით) პირადობისა და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
შერჩევის კრიტერიუმები:
- მოტივაცია
სერტიფიკატი
პროგრამის ყველა შედეგის დასრულების შემდეგ, მსმენელებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი.
საკონტაქტო ინფორმაცია
პროფესიული მომზადების და გადამზადების ცენტრი ,,ფერმერთა სკოლა“ კახეთი, საგარეჯოს რაიონი, სოფელი ნინოწმინდა
ტელ:595967919
ელ. ფოსტა: info@farmersschool.ge