ხეხილოვანი კულტურების დაცვა
პროგრამის მიზანი:
- პროგრამის მიზანია მეხილეობის სფეროსთვის შესაბამისი კომპეტენციის მქონე კონკურენტუნარიანი კადრის აღზრდა, რომელსაც შეუძლია მცენარეთა მავნე ორგანიზმების დახასიათება, ხეხილის (თესლოვანი, კურკოვანი, კენკროვანი და კაკლოვანი კულტურების მავნებლებისა და სარეველების ამოცნობა, სტრესული ფაქტორების მართვა და მავნე ორგანიზმების კონტროლი
- მცენარეთა მავნე ორგანიზმების დახასიათება
- მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის მეთოდების გამოყენება
- ხეხილის დაავადებების ამოცნობა
- ხეხილის მავნებლების ამოცნობა
- ხეხილის ბაღში გავრცელებული სარეველების ამოცნობა
- სტრესული ფაქტორების მართვა ხეხილის ბაღში
- ხეხილის მავნე ორგანიზმების კონტროლი
პროგრამის აღწერილობა:
პროგრამის ხანგრძლივობაა 12 კვირა; 185 საათი. სწავლა შეუძლია სრული ზოგადი განათლების მქონე სრულწლოვან ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა/უნარები, გაიაროს პრაქტიკა და დასაქმდეს აღნიშნული მიმართულებით. პროგრამის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან მცენარეთა მავნე ორგანიზმებს და მათ ბიოეკოლოგიურ თავისებურებებს, ხეხილის დაავადებების, მავნებლებისა და სარეველების ამოცნობას. სტრესული ფაქტორების მართვას და მავნე ორგანიზმების კონტროლს ხეხილის ბაღში. პროგრამის გავლის შედეგად მიღებული ცოდნა და უნარები შეუწყობს ხელს კურსდამთავრებულების დასაქმებას მეხილეობის მიმართულების პატარა თუ დიდ ფერმერულ კონვენციურ და ბიომეურნეობებში, სოფლის მეურნეობის სფეროს ორგანიზაციებში. შესაძლებელია თვითდასაქმებაც
სწავლების ენა: ქართული
მისაღები პროცედურები:
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
ასაკი: 18 წელი
დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე: https://vet.emis.ge/#/training-programs
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება, რომლის დროსაც მსმენელმა უნდა წარმოადგინოს (მატერიალური ან ციფრული სახით) პირადობისა და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
შერჩევის კრიტერიუმები:
- მოტივაცია
სერტიფიკატი
პროგრამის ყველა შედეგის დასრულების შემდეგ, მსმენელებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი.
საკონტაქტო ინფორმაცია
პროფესიული მომზადების და გადამზადების ცენტრი ,,ფერმერთა სკოლა“ კახეთი, საგარეჯოს რაიონი, სოფელი ნინოწმინდა
ტელ:595967919
ელ. ფოსტა: farmer.school@yahoo.com