2024 წლის 19 ოქტომბერს, ,,ფერმერთა სკოლის“ ხეხილის სხვლა-ფორმირების პროფესიული მომზადების პროგრამის მსმენელებისა და განმახორციელებელი პირებისთვის, შრომის უსაფრთხოების გეგმიური ტრენინგი ჩატარდა, რომელზეც გარდა ძირითადი ნორმებისა, განხილული იყო უშუალოდ, ხეხილის გასხვლის პროცესში გასათვალისწინებელი აუცილებელი და სავალდებულო წესები, როგორიცაა:
უსაფრთხოების მოთხოვნები სამუშაოს დაწყებამდე;
ინდივიდუალური დაცვის საშუალებები;
ხელსაწყოების შემოწმების წესები;
მოთხოვნები გადასატანი კიბეების და სხვა ინვენტარის მიმართ.
მსგავსი შინაარსის ტრენინგები ,,ფერმერთა სკოლაში“, სასწავლო პროგრამების შესაბამისად გეგმიურად ტარდება და უსაფრთხო სასწავლო/სამუშაო გარემოს შექმნას ემსახურება