595 96 79 19

ევროკავშირის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და World Vision-ის წარმომადგენლების ვიზიტი ფერმერთა სკოლაში

  • მთავარი
  • სიახლეები
  • ევროკავშირის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და World Vision-ის წარმომადგენლების ვიზიტი ფერმერთა სკოლაში

🏫პროფესიული კოლეჯი ფერმერთა სკოლა, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პროექტის, – „მდგრადი და მწვანე ბიზნესპრაქტიკების განვითარება საქართველოში“ – ფარგლებში, ემზადება პროფესიული მომზადების პროგრამის, – „სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების მართვა“ – განხორციელების უფლების მოსაპოვებლად.

📍ამ მიზნით, 9 ნოემბერს, ფერმერთა სკოლას ევროკავშირის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის World Vision-ის წარმომადგენლები ეწვივნენ.

❇️ვიზიტის ფარგლებში სტუმრები გაეცნენ კოლეჯის ინფრასტრუქტურას, სასწავლო გარემოს, საქმიანობის მიმართულებებსა და არსებულ შესაძლებლობებს. საუბარი შეეხო, როგორც პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, ისე სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებს.

❇️შეხვედრამ თბილ და პოზიტიურ გარემოში ჩაიარა. სტუმრებმა დადებითად შეაფასეს კოლეჯის რესურსები და მზაობა გამოთქვეს სამომავლო პარტნიორობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის.

❇️პროექტი „მდგრადი და მწვანე ბიზნესპრაქტიკების განვითარება საქართველოში“ დაფინანსებულია ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ და ხორციელდება World Vision ავსტრიის, World Vision საქართველოს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით.

Cart
Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare