,,ფერმერთა სკოლის“ სართიჭალის ფილიალში ჩატარდა ლექცია ორგანული მიწათმოქმედების შესახებ
2017 წლის 10 ოქტომბერს, ,,ფერმერთა სკოლის“ სართიჭალის ფილიალში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანას“ კონსულტანტმა ნუკრი მემარნიშვილმა ჩაატარა ლექცია ორგანული მიწათმოქმედების შესახებ. თემატიკა მოიცავდა შემდეგ საკითხებს: რა არის ბიოწარმოება; ბიოწარმოების ძირითადი პრინციპები და ამოცანები; მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური მეთოდები მებოსტნეობაში, შერეული ნათესები; მცენარეთა დაცვის მეთოდები; მავნებლები, მათი რაოდენობის რეგულირების მეთოდები და საშუალებები ბიომეურნეობაში; სოკოვანი […]








